| მსო: ბურთი რუსეთის მხარესაა | | საქართველოს ამბები |
რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბურთი რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტის თაობაზე, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შემოთავაზა.
|
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:59 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ჟან-კლოდ მინიონი: „ახალგორმა ბერლინის კედელი გამახსენა“ | | საქართველოს ამბები |
PACE-ში საფრანგეთის დეპუტაციის ლიდერს ახალგორმა ბერლინის კედელი გაახსენა. ამის შესახებ ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის უკანასკნელ დღეს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თავად დაინახა საოკუპაციო ხაზი თბილისის მახლობლად ოძისის სოფელში, მან ის წლები გაიხსენა, როდესაც ჯარში მსახურობის დროს ბერლინში გარკვეული პერიოდი გაატარა და ორ ნაწილად დაყოფილ გერმანულ ქალაქს ხედავდა. მომავალი წლიდან, მინიონი ოფიციალურად დაიკავებს PACE-ის პრეზიდენტის თანამდებობას.
|
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:53 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| რუსეთსა და საქართველოს შორის ომში იარაღი იცვლება | | საქართველოს ამბები |
„მოსკოვი და თბილისი არ ისვრიან, მაგრამ ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ, რისთვისაც ამჯერად ეკონომიკას იყენებენ“, - წერს ჩეჩილია ტოზი სტატიაში, რომელიც საიტ Limes-ზე გამოქვეყნდა. „რუსეთსა და საქართველოს შორის ომი წარმოებს. ჭურვები არ დაფრინავენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდაში აღარაა. დღეს უფრო ქმედითი იარაღი გახდა ეკონომიკა და ორივე მხარე მის გამოყენებას თავის ინტერესებში ცდილობს“, - წერს გამოცემა.
|
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:05 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ივანიშვილი: ჩემგან სასწაულებს არ ელოდოთ | | საქართველოს ამბები |
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმს მორიგი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ნინო ჟუჟულაშვილს. ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და აღნიშნა, რომ მთავრობამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
|
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:54 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|