პოლიტიკა: ჯონ ბეინერი: რუსეთი შემოუერთდება მსო-ს, თუ საქართველოს მთლიანობას აღიარებს | საქართველოს ამბები | ||
აშშ-მ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას მხოლოდ იმ პირობით უნდა დაუჭიროს მხარი, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა ანალიტიკურ ცენტრ Heritage Foundation-ში კონფერენციაზე გამოსვლის დროს. „აშშ-ს ადმინისტრაციამ ამ სიტუაციიდან გამოსავალი იმგვარად უნდა მონახოს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, - ხაზი გაუსვა ბეინერმა მოსკოვის მიერ 2008 წლის ომამდე მდგომარეობის მიხედვით ქართული საზღვრების აღიარების აუცილებლობას. - მხოლოდ მაშინ შეიძლება რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა“, - გადმოსცემს „უკრინფორმი“. მან შეახსენა, რომ რუსეთის მსო-ში შესვლის დროს კონგრესმა უნდა მოიწონოს რუსეთის ფედერაციასთან „მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ დამყარება. როგორც ცნობილია, რუსეთის მიმართ ჯერჯერობით არ გაუქმებულა ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება. ბეინერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენი პოზიცია საქართველოს მიმართ ცნობილია. ჩვენ მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ვცნობთ. ჩვენ რუსეთთან ამის თაობაზე აბსოლუტურად მკაფიონი ვიყავით. ეს ის ნაწილია, სადაც ჩვენ სხვადასხვაობები გვაქვს. როგორც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით „გადატვირთვის“ პოლიტიკის თაობაზე, ჩვენ ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ ერთად, სადაც შევძლებთ, მაგრამ ასევე ვამბობთ იმასაც, რომ არსებობს სხვადასხვაობები“. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3749.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.