aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სარგებლობის წესი

ეს შეთანხმება ადგენს თქვენს მიერ aspurcela.ge საიტით სარგებლობის წესს, იდენტიფისირებული როგორც http://.www.aspurcela.ge ვებ რესურსი. ეს შეთანხმება მოქმედებს თქვენს, როგორც საიტის მომხმარებელს (შემდგომში "მომხმარებელი") და http://.www.aspurcela.ge ("aspurcela.ge")-ს შორის (შემდგომში "საიტი").

aspurcela.ge შესაძლებელს ხდის საიტის საშუალებით კომპანიის, პროდუქციის თუ სერვისის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ან მოთხოვნას. ამ საიტის ან მისი სერვისის ნებისმიერი მომხმარებელი ეთანხმება ამ სარგებლობის წესს.

ამ შეთანხმების ტერმინებით, მომხმარებელი არის ყველა ის პიროვნება რომელიც მიმართავს საიტს ნებისმიერი დანიშნულებით, იმის მიუხედავად ის დარეგისტრირებულია საიტზე aspurcela.ge როგორც "free" ანუ სერვისის საფასურისგან თავისუფალი მომხმარებელი, თუ დარეგისტრირებულია როგორც "Silver" ან "Gold" მომხმარებელი, რომელიც იხდის aspurcela.ge-სგან მიღებული მომსახურეობის საფასურს. მომხმარებლად ითვლება როგორც ფიზიკური პირი ასევე იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ამ საიტს. რეგისტრასიის შემდეგ მომხმარებელი მოიხსენიება როგორს "წევრი" ("Member").

http://.www.aspurcela.ge საიტის გამოყენების გამოყენების შემთხვევაში ყველა მომხმარებელი, გამონაკლისის გარეშე, ეთანხმება ამ სარგებლობის წესს.
ვინაიდან ეს სარგებლობის წესი შეიცავს იურიდიულ ვალდებულებებს, თუ შეიძლება ბოლომდე გაეცანით მას, ვიდრე დაიწყებდეთ aspurcela.ge-საიტით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ სარგებლობის წესის ყველა დებულებას, თუ შეიძლება, ნუ ისარგებლებთ საიტით.

aspurcela.ge უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს და განაახლოს ეს შეთანხმება. სარგებლობის წესის შესასცვლელად aspurcela.ge –სთვის საკმარისია სარგებლობის წესის ახალი რედაქციის აქ განთავსება. ყველა ცვლილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და თქვენს მიერ საიტით მომდევნო პერიოდში სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენ გაეცანით ამ წესს და ემთანხმებით მას და მის ცვლილებებს.

სარგებლობის პირობები და შეზღუდვები
ამ საიტის და მისი სერვისის გამოყენების წესი ემორჩილება ამ შეთანხმებას.

თქვენ ეთანხმებით, რომ aspurcela.ge-ს შეუძლია ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებით, ახსნაგანმარტების და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს თქვენს მიერ aspurcela.ge საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობის უფლება, თუ თქვენ არ ასრულებთ ამ შეთანხმების რომელიმე წესს.

თქვენ ეთანხმებით, რომ aspurcela.ge-ს შეუძლია ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებით, ახსნაგანმარტების და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს თქვენს მიერ aspurcela.ge საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობის უფლება, თუ თქვენს მიერ საიტით სარგებლობის ფორმა ზიანს აყენებს aspurcela.ge-ს, მის მომხმარებლებს, ან მესამე პირებს. ან არღვევს ადგილობრივ ან საერთაშორისო კანონებს.

საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობა სხვადასხვა სტატუსის წევრებისთვის არის ფასიანი, ნაწილობრივ ფასიანი ან უფასო. aspurcela.ge უფლებას იტოვებს კონკრეტული წევრისთვის თვითონ განსაზღვროს საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობის ღირებულება.

aspurcela.ge-ს შეუძლია ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებით, ახსნაგანმარტების და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს aspurcela.ge საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობის ღირებულება და წესი.

aspurcela.ge უფლებას იტოვებს შეწყვიტოს, ან შეზღუდოს ნებისმიერი ვიზიტორის მიერ საიტით სარგებლობის შესაძლებლობა, ან შეწყვიტოს, ან შეზღუდოს ნებისმიერი დარეგისტრირებული წევრის რეგისტრაცია და წევრობა aspurcela.ge-ს ინტერესებიდან გამომდინარე.

მომხმარებელი, იღებს რა სარგებლობის ამ წესს, ეთანხმება, რომ არ შეუძლია მოითხოვოს aspurcela.ge-ს პასუხისმგებლობა, თუ მას არ ეძლევა საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობის საშუალება კომუნიკაციის, პროგრამული, სერვერის შეფერხების, საიტზე აღდგენითი სამუშაოების, ან სხვა ტექნიკური მიზეზის გამო.

საავტორო უფლებები და ლიცენზია
საიტის მთელი შემცველობა, როგორიც არის ყველა ინფორმაცია aspurcela.ge-ზე, ტექსტი, გრაფიკა, სურათები, ლოგოები, არის aspurcela.ge-ს საკუთრება და დაცულია საავტორო უფლებით.

ეს საიტი, ან მისი რომელიმე ნაწილი არ შეიძლება იქნეს დუბლირებული, კოპირებული, განთავსებული, გაყიდული aspurcela.ge-ს წერილობითი თანხმობის გარეშე. მომხმარებელი, იღებს რა სარგებლობის ამ წესს, ეთანხმება, რომ არ მოახდენს მისი რომელიმე შემცველობის, ფაილების, სურათების, ტექსტის კოპირებას და განთავსებას სხა რესურსებზე, გაყიდვას ან გამოყენებას aspurcela.ge-ს წერილობითი თანხმობის გარეშე.

მომხმარებელი, იღებს რა სარგებლობის ამ წესს, გადასცემს aspurcela.ge-ს მის (მომხმარებელს) მიერ განთავსებული ინფორმაციის, ლოგოების, სურათების, ფაილების, ტექსტების და პუბლიკაციების aspurcela.ge-ს შეხედულების მიხედვით გამოყენების უფლებას.

საიტის დანიშნულება
საიტი aspurcela.ge საშუალებას იძლევა ელექტრონული ვებ პლატფორმის საშუალებით მოხდეს ინტერნეტ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის, სერვისის, კომპანიების და ფირმების შესახებ. მოხდეს ინფორმაციის გაცლა მყიდველებსა და მომწოდებლებს შორის.

aspurcela.ge საიტი ფუნქციონირებს, როგორც შეხვედრის და კომუნიკაციის ადგილი მომწოდებელსა და მყიდველს შორის. თავად aspurcela.ge უშუალოდ არ მონაწილეობს გარიგებებში, არ წარმოადგენს გამყიდველის ან მყიდველის მხარეს, არ იღებს არავითარ საკომისიოს გარიგებებიდან. როგოგც შედეგი, aspurcela.ge არ არის პასუხისმგებელი, ვერ და არ აკონტროლებს გარიგებების მიმდინარეობას, საქონლის ან სერვისის ხარისხს, უსაფრთხოებას და კანონიერებას, მხარეების უნარიანობას შეასრულონ თავიანთი დაპირებები.

მომხმარებლები თავად არიან პასუხისმგებელნი საიტის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ გარიგებაზე, საიტის საშუალებით გაყიდულ ნებისმიერ საქონელზე თუ სერვისზე, ვადების, გადახდის, დაბრუნების, გარანტიის, დატვირთვის, დაზღვევის, გადასახადების, ლიცენზირების, ჯარიმების, ტრანსპორტირების და შენახვის ჩათვლით.

მომხმარებელი, იღებს რა სარგებლობის ამ წესს, ეთანხმება რისკის არსებობას, რომ განმცხადებელი მხარე შეიძლება იყოს არაკეთილსაიმედო ან არ არსებობდეს საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის დარეგისტრირებული იყო საიტზე. aspurcela.ge-ს არ შეუძლია ინტერნეტის საშუალებით შეამოწმოს დარეგისტრირებული წევრის რეალური შესაძლებლობები, სურვილები და ჩანაფიქრი, ამიტომ არ არის პასუხისმგებელი ასეთი წევრების გარანტირებულ კეთილსაიმედობაზე, თუმდაც ისინი "Gold" სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. aspurcela.ge მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი გამოცდილება, საღი აზრი იმის შესაფასებლად თუ ვისთან აპირებთ გარიგების შესრულებას.

რადგან aspurcela.ge არ არის ჩართული გარიგებებში მომხმარებლებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, არცერთ მხარეს არ აქვს უფლება რაიმე პრეტენზია წაუყენოს aspurcela.ge-ს აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით.

მესამე პირები
მომხმარებელი, იღებს რა სარგებლობის ამ წესს, ეთანხმება, რომ მის მიერ განთავსებული ინფორმაცია შეიძლება ინტერნეტით მოსარგებლე მესამე პირის მიერ, გამოყენებული იქნას ისე, რომ მასზე კონტროლს საიტი aspurcela.ge ვერ განახორციელებს. მომხმარებელს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს საიტთან პრეტენზია მესამე პირის მიერ მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში.

ასევე, საიტის სხვადასხვა სერვისი ახდენს დაინტერესებული მესამე პირებისათვის ელ-ფოსტით მომხმარებლების მიერ განთავსებული ინფორმაციის მიწოდებას. მომხმარებელი და არა aspurcela.ge აგებს პასუხს მის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე. aspurcela.ge-ს არ შეუძლია ინტერნეტით მომხმარებლების კონტროლი, ისევე როგორც არ შეუძლია ინტერნეტ ვიზიტორების კონტროლი. aspurcela.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლების მიერ მესამე პირთათვის მიყენებულ ზარალზე.

ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს ჰიპერბმულებს სხვა ვებ რესურსებზე, რომელსაც ანთავსებენ მომხმარებლები თავიანთ პუბლიკაციებში, საქონლის აღწერებში და ა.შ.

ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს ჩასვას სურათები და ბმულები("ლინქი") თავიანთ ბლოგებში.
მომხმარებლისვე უსაფრთხოების მიზნით დაშვებული არ არის ბმულები, რომლებიც მიუთითებს გარე რესურსებზე ან სურათები გარე რესურსიდან. სურათების და ბმულების ჩასმა შეიძლება მხოლოდ ჩვენი სერვერიდან.

ინტერნეტით ინფორმაციის მიმოცვლა არის ერთერთი, ყველაზე უფრო დაუცველი კვანძი კომპიუტერით სარგებლობისას. საიტის ვიზიტორები ენდობა საიტს საიდანაც მისი ბროუზერი იღებს მონაცემებს.
არაკეთილმოსურნეს შეუძლია ამ ნდობის ბოროტად გამოყენება. საიტის ვიზიტორი რომელიც შედის საიტზე ფიქრობს, რომ სურათები, ბმულები და სხვ. ელემენტები, გახსნილ გვერდში განთავსებულია სანდო წყაროს მიერ.
არაკეთილმოსურნეს ბმულების და ბმულიანი სურათების განთავსებით შეუძლია ვიზიტორის მოტყუებით გადაყვანა არასაიმედო რესურსებზე, როგორიც არის დავირუსებული საიტები, პორნო საიტები, თუ სხვა. ვინაიდან, მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია მომავალში ხდება ჩვენი საიტიდან მიწოდებული ჩვეულებრივი ვებ გვერდი სხვა მომხმარებლებისთვის, ამიტომ, მავნე ბმულებისგან დასაცავად არსებობს ასეთი შეზღუდვა: დაშვებული არ არის ბმულები, რომლებიც მიუთითებს გარე რესურსებზე ან სურათები გარე რესურსიდან. სურათების და ბმულების ჩასმა შეიძლება მხოლოდ ჩვენი სერვერიდან.

aspurcela.ge-ს არ შეუძლებებია ყველა არასაიმედო ბმულის გაკონტროლება.
aspurcela.ge არ აგებს პასუხს ასეთი ბმულების ხარისხზე და პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს რომელმაც განათავსა ასეთი ბმული თავის ტექსტში.

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 დეკემბერი 2024
  • English Georgian