aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: ყუბლაშვილი: პუტინი ივანიშვილის იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე ყუბლაშვილის აზრით, „რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებით შექმნილ იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“. ამის შესახებ ყუბლაშვილმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.



„რუსეთთან ივანიშვილის კავშირზე, მემგონი, მეტი კითხვა არაა. მისი საბჭოს წევრები კომენტარებისას აცხადებენ, რომ მას რუსულ წრეებში დიდი გავლენა აქვს. მე პირიქით ვიტყოდი: ეს ნაცნობობა არა მის გავლენაზე, არამედ პირიქით, რუსული პოლიტიკური წრეებისა და, მოცემულ შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინის გავლენაზე მეტყველებს. პუტინი ყველაფერს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მათ შორის იმ პროექტებსაც, რომლებიც აქამდე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში განახორციელა. საუბარია იმ იმიჯის სტრატეგიულ გამოყენებაზე, რომელიც ივანიშვილის ქველმოქმედების წყალობით აქვს“, - განაცხადა ყუბლაშვილმა.


დეპუტატის თქმით, „როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, იგი მართალი არ არის არც ქვეყნის, არც საკუთარი თავის წინაშე“.


„როდესაც შენი პირველი განცხადება ამდენად პრორუსულია, გამოდის, რომ შენ პრორუსულ ორიენტაციას ემხრობი. ვიღაცას, შესაძლოა, მოსწონს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, მაგრამ ჩემი შეფასებები ამ საკითხის თაობაზე ერთმნიშვნელოვანია. აიღეთ მის მიერ დაფინანსებული ნებისმიერი პროექტი და შეხედეთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში წავიდოდა და ამ ყველაფერს ამისათვის აკეთებდა, ამის შეფასებაც ხომ სხვაგვარი იქნებოდა?! მეტსაც ვიტყვი, მივესალმებოდი ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი საქმიანობის გაგრძელებას, ეს რომ არ ყოფილიყო პუტინის მორიგი თამაშის ნაწილი. სწორედ ივანიშვილის კონკრეტული შეფასებები გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ მასზე“, - განაცხადა ყუბლაშვილმა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3759.html
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:51 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ყუბლაშვილი: პუტინი ივანიშვილის იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian