პოლიტიკა: მსო: ბურთი რუსეთის მხარესაა | საქართველოს ამბები | ||
რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბურთი რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტის თაობაზე, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შემოთავაზა. მისი თქმით, შვეიცარიის წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პრინციპულ მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ-რუსულ საზღვარზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა სავაჭრო საკითხებში და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სხვა რეჟიმები არ უნდა მოქმედებდეს. „ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი პარტნიორობის საკითხები. თუ რუსეთი ამჯერადაც არ დათანხმდება წინადადებას, გამოდის, რომ იგი ამ ორგანიზაციის პრინციპებს ყურადღების ქვეშ არ იღებს და მსო-ში ექსკლუზიური უფლებები სურს“, - განაცხადა ბარამიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3774.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.