პოლიტიკა: ჟან-კლოდ მინიონი: „ახალგორმა ბერლინის კედელი გამახსენა“ | საქართველოს ამბები | ||
PACE-ში საფრანგეთის დეპუტაციის ლიდერს ახალგორმა ბერლინის კედელი გაახსენა. ამის შესახებ ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის უკანასკნელ დღეს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თავად დაინახა საოკუპაციო ხაზი თბილისის მახლობლად ოძისის სოფელში, მან ის წლები გაიხსენა, როდესაც ჯარში მსახურობის დროს ბერლინში გარკვეული პერიოდი გაატარა და ორ ნაწილად დაყოფილ გერმანულ ქალაქს ხედავდა. მომავალი წლიდან, მინიონი ოფიციალურად დაიკავებს PACE-ის პრეზიდენტის თანამდებობას. ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირება. „საქართველოს ჩემ ვიზიტს დადებითად ვაფასებ. საქართველო ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომლებსაც აქამდე მხოლოდ დოკუმენტებით ვეცნობოდით. ჩვენ ვიყავით ოძისში, ახალგორის მახლობლად, სადაც რუსული ჯარები დგას. საზღვარზე ყოფნის დროს მე წარსული გავიხსენე, როდესაც ბერლინში ჯარში ვმსახურობდი. მაშინ ქალაქს კედელი გამოყოფდა, იდგა პოსტები. მაშინ ვიფიქრე, რომ მათ ევროპაში აღარასდროს ვნახავდი. მაგრამ დღეს ეს ახალგორთან დავინახე და ამან ჩემზე ძლიერ იმოქმედა. ჩვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შევხვდით და ჩემ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მივიღე. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის წინ განვაცხადე, რომ ჩემი პრიორიტეტი ე. წ. გაყინული კონფლიქტების აღმოფხვრა იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სიტუაცია სწორედ ასეთი კონფლიქტია“, - აღნიშნა მინიონმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3768.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.