პოლიტიკა: აპატურაი: საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() მან აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება თბილისში ნოემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის პროგრამა. აპატურაის თქმით, „თბილისში საბჭოს სხდომის ჩატარება და ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების (2008 წლის აპრილი) ერთგული რჩება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფერენციის მონაწილეები „განიხილავენ ქვეყნის მიერ გტარებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“. „განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და, საბოლოო შედეგად, ქვეყნის ალიანსში შესვლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, - თქვა ვიცე-პრემიერმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისში გახსნილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია “ეძღვნება ქვეყნის საქმიანობას რეფორმების თვალსაზრისით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას, ამ პროცესის შემდგომ პერსპექტივებს“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3760.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:52 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.