პოლიტიკა: სააკაშვილი: სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოში „ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია“ ცდილობს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, თუმცა ასეთი მცდელობა წარუმატებელი იქნება, ვინაიდან ხალხი მას მხარს არ უჭერს. „საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს. ვფიქრობ, აქ წარსულში დაბრუნება არავის უნდა, თუმცა მოქალაქეთა 10-15%-ს შესაძლოა ეს სურდეს, მაგრამ ეს მომაკვდავი მენტალიტეტია და უკან დაბრუნების შანსები არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ბიზნესმენებთან და უკრაინის ვიცე-პრემიერთან სერგეი ტიგიპკოსთან შეხვედრაზე. ეს ციტატა აღებულია პრეს-რელიზიდან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, მაგრამ მანდ არაა დაზუსტებული, ვინ იგულისხმება „სერიოზულ ოპოზიციაში“. თუ ეს ბიძინა ივანიშვილს ეხება, მაშინ აღნიშნული განცხადება შეიძლება მიჩნეულ იქნას პირველ საჯარო კომენტარად მილიარდერ ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ იდეალურები ვართ“ და რომ პრობლემები ისევ რჩება, მაგრამ საქართველომ რეფორმების გზაზე წარმატებას მიაღწია და ქვეყნის განვითარების პროცესი შეუქცევადია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3778.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.