aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 პოლიტიკა: რუსეთსა და საქართველოს შორის ომში იარაღი იცვლება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„მოსკოვი და თბილისი არ ისვრიან, მაგრამ ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ, რისთვისაც ამჯერად ეკონომიკას იყენებენ“, - წერს ჩეჩილია ტოზი სტატიაში, რომელიც საიტ Limes-ზე გამოქვეყნდა. „რუსეთსა და საქართველოს შორის ომი წარმოებს. ჭურვები არ დაფრინავენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდაში აღარაა. დღეს უფრო ქმედითი იარაღი გახდა ეკონომიკა და ორივე მხარე მის გამოყენებას თავის ინტერესებში ცდილობს“, - წერს გამოცემა.



„რუსეთი იყენებს თავის წონას, როგორც გეოგრაფიულს, ისე პოლიტიკურს, რათა დაახრჩოს საქართველო, მოსკოვის ერთადერთი ყოფილი სატელიტი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს თავისი სრული დამოუკიდებლობა დაიცვას“, - წერს სტატიის ავტორი.


„ახლა, როდესაც კვლავ მოხერხდა უკრაინის მხრიდან დამჯერობის მიღწევა, ვლადიმირ პუტინს საქართველოს სრული გარემოცვის მიღწევა შეუძლია: ამ მიზნის მიღწევას მოემსახურება ევრაზიის კავშირი, კრემლის ახალი პოლიტიკური პროექტი. ჰორიზონტზე ახალი, გეოგრაფიულად წინამორბედის იდენტური, საბჭოთა კავშირის მოხაზულობები ვლინდება, რომ არა ხვრელი იმ ადგილას, სადაც საქართველოა განლაგებული. ეს პროამერიკული სახელმწიფო მარტოობაში დარჩენით რისკავს: ჩრდილოეთითა და დასავლეთით - რუსეთი, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი. უკრაინაც კი, როგორც ჩანს, კრემლს დაემორჩილა. თბილისის მომავალი შავ სინათლეში ჩანს. უკვე ახლა საქართველო სერიოზულ ეკონომიკურ კრიზის განიცდის, რომელიც მეგობრული რეჟიმებისათვის ამერიკული სუბსიდიების შემცირებით არის დამძიმებული“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.


„მაგრამ პატარა საქართველო ფარხმალს არ ჰყრის და რამდენადაც მოსკოვის სისხლი კომერციაა, თბილისის მახვილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისკენ (მსო) არის მიმართული, სადაც ჯერ კიდევ ერთხმივობის წესი მოქმედებს. ახლაც კი, როდესაც კრიზისით დატანჯული დასავლეთი მზად არის, მოსკოვისთვის უპრეცედენტო დათმობებზე წავიდეს, რუსეთის ფედერაციის მსო-ში გაწევრიანებისათვის დასავლეთის ქვეყნების სასოწარკვეთილება საკმარისი არ არის“, - წერს გამოცემა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3753.html
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:05 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: რუსეთსა და საქართველოს შორის ომში იარაღი იცვლება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian