| დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის | | საქართველოს ამბები |
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს „მრავალი ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი“ არ მიაჩნია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა გუშინ, 8 ნოემბერს, დიასპორებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მსვლელობაში ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არის ასე გართულებული ეთნიკური ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და რატომ არ შეუძლია საქართველოს ისრაელის მაგალითის გადმოღება.
|
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:19 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| პეტრე ცისკარიშვილი: ქართული ოპოზიცია 90-იან წლებში ჩარჩა | | საქართველოს ამბები |
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია, თავისი შეხედულებებით, 90-იან წლებში ჩარჩა და მათ რუსი აგენტები და ჯაშუშები ელანდებიან, იუწყება “GHN“. კერძოდ, ცისკარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პარალელი გაავლო ბიძინა ივანიშვილსა და კახა ბენდუქიძეს შორის. ეს მოხდა მას მერე, რაც „ქართული დასის“ ლიდერმა აჩვენა ბენდუქიძის ფოტოები ვლადიმირ პუნტინთან და სერგეი ლავროვთან.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა | | საქართველოს ამბები |
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| „ქართული პარტია“: ბიძინა ივანიშვილის განცხადება პროვოკაციაა და 90-იანი წლების რუსეთს ჰგავს | | საქართველოს ამბები |
„ქართულ პარტიაში“ პროვოკაციად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმაზე, რომ პარტიის რიგები ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დატოვა, იუწყება “GHN“. „ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეული ეიფორია გამოიწვია. ივანიშვილის მხრიდან „ქართული პარტიისა“ და ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის ნეგატიური და საკმაოდ გაუგებარი შეფასების მიუხედავად, „ქართულმა პარტიამ“ არა მხოლოდ თავი შეიკავა მასთან ამ თემაზე პოლემიკაში შესვლისაგან, არამედ სოზარ სუბარმა, „ქართული პარტიის“ სახელით, მასთან თანაშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|