| გაბაშვილი: ივანიშვილი ახალი რეალობის შექმნას ცდილობს | | საქართველოს ამბები |
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევა. „მისი დამცინავი განცხადება იმაზე, რომ „სააკაშვილის მისი საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას“, იმას მოწმობს, რომ მას პოლიტიკაზე არანაირი წარმოდგენა არა აქვს. ერთადერთი, რაშიც იგი ერკვევა, ისაა, რომ საქართველომ რუსეთთან ომი წამოიწყო და ემბარგო ჩვენი ბრალია“, - განაცხადა გაბაშვილმა პირველი არხის ეთერში.
|
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში | | საქართველოს ამბები |
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში დასახელდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაიკავა 76-ე ადგილი ინდექსით 0.733. იგივე მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინას აქვს. საქართველო უსწრებს სომხეთსა (86) და აზერბაიჯანს (91). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ დონეზე ასევე აღმოჩნდა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოს შორის ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე სახელმწიფოთა პირველ ჯგუფში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხა მოხვედრა: ესტონეთს 34-ე ადგილი უკავია, ლიტვას - მე-40, ლატვიას - 43-ე. ამის შესახებ შეტყობინებულია „მოხსენებაში ადამიანის განვითარების შესახებ 2011“ (Human Development Report 2011), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მიერ არის მომზადებული.
|
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|