| საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის გამო კინაღამ იჩხუბეს | | საქართველოს ამბები |
დღეს, 25 ოქტომბერს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა კინაღამ იჩხუბეს 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, იუწყება “GHN“. კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატებმა ბიუჯეტს ანტისახალხო უწოდეს და რომ მთავრობამ პროექტი პარლამენტიდან უკან მოიხმო. თავის მხრივ, ფინანსურ-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებს ურჩია, პარლამენტში მოსვლამდე ბიუჯეტის განხილვის პროცედურას გაეცნონ. მან მიუთითა, რომ პარლამენტიდან ბიუჯეტის პროექტი უკან არავის მოუხმია.
|
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:19 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანტიკორუფციული სისტემის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა | | საქართველოს ამბები |
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამართა გამოკვლევის პრეზენტაცია, რომელიც „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებას“ უკავშირდება. როგორც ანგარიშის ავტორმა - ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, გამოკვლევის ფარგლებში იმ 12 მთავარი ინსტიტუტის ძალის ანალიზი განახორციელეს, რომლებსაც კეთილსინდისიერი მართვისა და კორუფციის აღკვეთის დამყარებაში საკვანძო როლი აკისრიათ. 100-ქულიანი სკალის მიხედვით ინსტიტუტები თავიანთი ძალის მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: 1-ლი ადგილი - აღმასრულებელი ტოტი (69.4 ქულა); მე-2 - სამართალდამცავი უწყებები (68.1 ქულა); მე-3 - სახალხო დამცველის აპარატი (63.9); მე-4 - კონტროლის პალატა (62.8); მე-5 - პარლამენტი (54.2); მე-6 - ბიზნესი (50.7); მე-7 - საჯარო სამსახური (50); მე-8 - პოლიტიკური პარტიები (47.9); მე-9 - საამომრჩევლო ადმინისტრაცია (47.2); მე-10 - მედია (45.8); მე-11 - სასამართლო (43.8); მე-12 - სამოქალაქო საზოგადოებრიობა (40.3 ქულა). გამოკვლევის ასეთი შედეგების გათვალისწინებით ორგანიზაციამ რამდენიმე დასკვნა გააკეთა.
|
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:17 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|