| დასახელდა 2011 წლის ყველაზე გულუხვი ცნობილი ადამიანების ხუთეული | | მსოფლიოს ამბები |
ამერიკელი ეპატაჟური პოპ-დივა ლედი გაგა ზედიზედ მეორე წელი სათავეში უდგას იმ ცნობილ პიროვნებათა რეიტინგს, რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო საქმიანობაში. აღნიშნულ რეიტინგს არაკომერციული ორგანიზაცია „გააკეთე რაიმე“ ადგენს, გადმოსცემს „იტარ-ტასი“. კერძოდ, მომღერალმა ცოტახნის წინ განაცხადა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ. მისი სახელი იქნება „ასეთად დავიბადე“ და მხარდაჭერას გაუწევს მოზარდებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზებით გარშემომყოფების მხრიდან აგრესიას ეჯახებიან.
|
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | კომენტარები | სპორტი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან აეროპორტს ააშენებს | | მსოფლიოს ამბები |
ჩინეთი გეგმავს აეროპორტის აშენებას, რომელიც მსოფლიოში სხვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მაღლა იქნება განლაგებული. ამის შესახებ იტყობინება Reuters ადგილობრივ მასმედიაზე მინიშნებით. პროექტზე მუშაობა გაისად დაიწყება. აეროპორტი ტიბეტის რაიონ ნაგჩუში, ზღვის დონიდან 4436 მეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული - ეს სულ რაღაც 100 მეტრით უფრო მეტია ამჟამინდელი რეკორდსმენის სიმაღლეზე ქალაქ კამდოში (ჩინეთი). მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4334 მეტრია.
|
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა | | მსოფლიოს ამბები |
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.
|
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:26 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| იაპონიაში ქვეყნისთვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცეს | | მსოფლიოს ამბები |
იაპონიის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ესიკიხო ნოდათი სათავეში შაბათს, 24 დეკემბერს, 93.56 ტრლნ იენის (1.2 ტრლნ დოლარის) ოდენობის 2012 ფინანსური წლის რეკორდული ბიუჯეტი მოიწონა. ეს ნაბიჯი გადაიდგა ოპოზიციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის გამო დაზარალებული იაპონიის მხარეთა სწრაფ აღდგენას მოითხოვს. ამასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ მოსახლეობის ეკონომიკური დაცულობის გაზრდას მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში.
|
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:52 | 1 კომენტარი | ეკონომიკა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
|