ცხინვალის ხელისუფლების შეცვლა სიტუაციას რადიკალურად არ შეცვლის–არეშიძე | საქართველოს ამბები | ||
კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის შეხედულებით, ცხინვალის არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ცხინვალი მაინც რუსეთზე ორიენტირებული იქნება. | |||
განათავსა - consul | 29 ნოემ. 2011, 19:15 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
სსს პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შედეგად რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესებას არ მოელის | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის შეფასებისაგან თავი შეიკავა. ამის მიზეზად კი დაასახელეს ის ფაქტი, რომ ამ ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღიათ. " მაგრამ თუ ვინმე ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირებაში თუნდაც მინიმალურ წვლილს შეიტანს, მისასალმებელია"-ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. | |||
განათავსა - consul | 29 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
IPM: გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს | საქართველოს ამბები | ||
გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს. გამოკვლევა კომპანია IPM-მა ჩაატარა. შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა. მიმდინარე თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის სურვილს ნეიტრალურად 26 პროცენტი, ხოლო ნეგატიურად - 16 პროცენტი აფასებს. დანარჩენებს ცალსახა პასუხის გაცემა გაურთულდათ. რესპონდენტთა 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ივანიშვილი თავის მიზნებს მიაღწევს, 20 პროცენტის აზრით კი, ბიზნესმენი დეკლარირებული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს, დანარჩენები მომავლის შეფასებისაგან თავს იკავებენ და მიაჩნიათ, რომ მომავლის პროგნოზირება არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 30 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას ფუნდამენტურად შეცვლის, 23 პროცენტის აზრით სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვლება, ხოლო 17 პროცენტი რაიმე ცვლილელებს არ მოელის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ივანიშვილს ცვლილებების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით 30 პროცენტი პროგნოზებისაგან თავს იკავებს. | |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ნინო კალანდაძე: ღონისძიება სამხრეთ ოსეთში არანაირად არ არის არჩევნები | საქართველოს ამბები | ||
ის, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, არ შეიძლება განიხილებოდეს არჩევნების სახით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, იუწყება “GHN“. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება, რომელიც დაიგეგმა კრემლში, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ყველა შედეგებზეა პასუხისმგებელი. | |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
Sunday Telegraph ბიძინა ივანიშვილის იდუმალი სასახლის შესახებ, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი | საქართველოს ამბები | ||
ბიძინა ივანიშვილის ფოლადისა და შუშის სასახლე, რომელიც თბილისში მდებარეობს, მის მფლობელს 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა და იგი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ააშენა, იტყობინება “GHN“. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა Sunday Telegraph-ისა და სხვა უცხოური გამოცემების ჟურნალისტები თავის სასახლეში დაპატიჟა და გააცნო მათ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, ოჯახი და ის საკითხები, რომელთა გამოც იძულებული იყო, პოლიტიკაში მოსულიყო. | |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ილია II: დიდი საქმეები სიმშვიდეში კეთდება | საქართველოს ამბები | ||
სიმშვიდე ადამიანის სრულყოფას უწყობს ხელს, - განაცხადა გუშინ, 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს. | |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა | საქართველოს ამბები | ||
12 ნოემბრიდან ქართულმა ხელისუფლებებმა ოფიციალური შეტყობინების გარეშე შეზღუდვები შემოიღეს იმ ავტოტრანსპორტის გაშვებაზე, რომელიც ერთობლივ საზღვარზე განლაგებულ გამშვებ პუნქტ ზემო ლარსი-ყაზბეგით რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა, აცხადებენ რუსეთს სსს-ში, იტყობინება “GHN“. „შედეგად საზღვრის რუსული მხრიდან თავი მოიყარა ათობით სატვირთო მანქანამ და სხვა სატრანსპორტო საშუალებამ. მძღოლები და მგზავრები უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ზამთრის პერიოდში ისინი იძულებულები არიან, არსობრივად, საველე პირობებში იცხოვრონ. იგრძნობა სურსათისა და წყლის უკმარისობა, გართულებულია წვდომა კავშირგაბმულობის საშუალებებთან. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლებები ადამიანებისათვის დახმარების გაწევის შესაძლო ზომებს მიმართავენ“, - ნათქვამია რუსეთის სსს-ს განცხადებაში. | |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ჩახვაძე: სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურულიიქნება | საქართველოს ამბები | ||
სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ პოლიტიკურ დებატებზე გუშინ, 25 ნოემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. | |||
განათავსა - Drakula | 26 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გაბაშვილი:საქართველოს რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა ჰქონდეს | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრაველოსობის განცხადება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების და რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ ოპოზიციის გარკვეულ "პაროლად" მიიჩნევა. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტში გამართულ დებატებზე უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგა გაბაშვილმა განაცხადა. | |||
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
თვის ბოლომდე, საქართველოში ცივი და არასტაბილური ამინდები შენარჩუნდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში, თვის ბოლომდე ცუდი და არასტაბილური ამინდები იქნება. როგორც «IPN–ს» გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, გასული ღამიდან დაწყებული თოვა საქართველოს უმეტეს რეგიონებში დღის მეორე ნახევრიდან შეწყდება. | |||
განათავსა - consul | 25 ნოემ. 2011, 20:07 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად... | |||