საზოგადოება: ილია II: დიდი საქმეები სიმშვიდეში კეთდება | საქართველოს ამბები | ||
სიმშვიდე ადამიანის სრულყოფას უწყობს ხელს, - განაცხადა გუშინ, 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს. „ადამიანი ან სრულყოფის, ან დაცემის გზაზე დგას. თუ ადამიანი ეცემა, იგი უსასრულოდ ეცემა, თუ მას არავინ დაეხმარება. ხოლო იმისათვის, რომ სრულყოფის გზაზე დადგე, აუცილებელია სარწმუნოება, სიყვარული, სიკეთე და მოწყალება“, - განაცხადა პატრიარქმა. „არის კიდევ ერთი პირობა, რომელიც სრულყოფას ხელს უწყობს, ეს სიმშვიდეა. სწორედ იგი აკლია დღესდღეობით თანამედროვე ადამიანს. ძალიან მარტივია სიმშვიდის შენარჩუნება კეთილდღეობაში, ხოლო როდესაც განსაცდელშია, ადამიანი მას კარგავს და მრავალ შეცდომას უშვებს. დიდი საქმეები, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ერისთვის, კეთდება მხოლოდ სიმშვიდეში, ლოცვაში და ხშირად მარტოობაში“, - აღნიშნა ილია II-მ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4006.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.