პოლიტიკა: ჩახვაძე: სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურულიიქნება | საქართველოს ამბები | ||
სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ პოლიტიკურ დებატებზე გუშინ, 25 ნოემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის გარეშე ასევე შეუძლებელი იქნება. „სანამ მომუშავეთა გაფიცვა კრიმინალად იქნება მიჩნეული, რთული იქნება ქვეყნის წარმატებებზე საუბარი. წარმატების მიღწევა ვერც საშუალო ფენის ფორმირების გარეშე მოხერხდება. საქართველო ევროპის საბჭოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის უმუშევართა დაზღვევის სისტემა და დასაქმების პოლიტიკა“, - განაცხადა გურამ ჩახვაძემ. დეპუტატს მიაჩნია, რომ დასაქმების პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს სახელმწიფო სამსახური, რომლის შექმნის ვალდებულება საქართველომ თავის თავზე საერთაშორისო კონვენციასთან შემოერთების შედეგად აიღო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4002.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ნოემ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.