პოლიტიკა: რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() უწყება აღნიშნავს, რომ „ავტოტრანსპორტის ძირითადი ნაკადის არგაშვებით, ქართული მოსაზღვრეები, ჩვენთვის უცნობ საფუძველზე, ცალკეული სატვირთო მანქანებისთვის გამონაკლისებს აკეთებენ“. „ასეთი არჩევითი მიდგომა განსაკუთრებულ გაუგებრობას იწვევს. საჭიროა ასევე აღინიშნოს, რომ უკანა მიმართულებით - საქართველოდან რუსეთში - საზღვარზე დაუბრკოლებლად გადის ყველა ავტომანქანა (სატვირთო, მსუბუქი მანქანები, ავტობუსები)“, - მითითებულია შეტყობინებაში. რუსეთის სსს-მ ქართულ მხარეს ჩამოყალიბებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა. „რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში (როგორც ცნობილია, ისინი 2008 წელს თბილისის ინიციატივით გაწყდა), ჩვენ მიერ შესაბამისი ნოტა საქართველოს ინტერესების წარმომადგენლის - მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით იქნა გადაცემული. ანალოგიური მიმართვა საქართველოს სსს-ს თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ გაუგზავნა“, - ნათქვამია შეტყობინებაში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4005.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.