საზოგადოება: IPM: გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() გამოკითხულთა 53 პროცენტის აზრით, საქართველოში სიტუაცია, გარკვეულ წილად, მაინც შეიცვლება. ხოლო სკეპტიკოსები უმცირესობაში დარჩნენ. IPM-მა 2 500 რესპონდენტი გამოკითხა. „გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირდაპირ (ფიზიკურ) რესურსს სწორედ ის ამომრჩევლები წარმოადგენენ, რომლებსაც ცვლილებების იმედი აქვთ. სხვები, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მონაწინააღმდეგე ამომრჩევლები, ბიზნესმენის მომხრეებიც არ არიან, ვინაიდან ამ კონტექსტში მხარდაჭერა ნიშნავს ხმის მიცემას არჩევნებზე, და არა საერთო პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას. გამოდის, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53 პროცენტი) ივანიშვილის დღევანდელი რესურსი გახლავთ“, - ნათქვამია გამოკვლევაში. ავტორთა თქმით, სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ბიზნესმენის პოზიტიური რესურსის ჩამოყალიბებაში 50-პროცენტიანი წილით ამომრჩევლები მონაწილეობენ, რომლებსაც სურთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, აღდგენა. „ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვება ერთ სეგმენტზე ორიენტირებული უბრალო სტრატეგიით (რევოლუციური სტრატეგიით) შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სეგმენტი, რომელშიც საკმარისი ხმაა ლოკალიზებული, არ არსებობს. შესაბამისად, მოგებიანი სტრატეგია უნდა გულისხმობდეს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს სხვადასხვა სეგმენტებში. ამ სიტუაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმეები უკეთ აქვს, რადგან მისი რეიტინგის განმაპირობებელი ფაქტორი უალტერნატივობაა. მისი რეიტინგები განპირობებულია მიმდინარე წარმატებების დინამიკითა და ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვის პრაქტიკით. შესაბამისად, ეს ის ფაქტორია, რომელიც მუშაობს, და, სავარაუდოდ, მომავალშიც იმუშავებს“, - წერენ გამოკვლევის ავტორები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4011.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:13 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.