| მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება | | საქართველოს ამბები |
ოფისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“, რომლის ხელმძღვანელობასაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, უახლოეს დღეებში თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში - „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება, იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა ტვ“. „ქართული ოცნება“ - ეს არის მოძრაობა, რომელსაც განსაკუთრებული მიზანი აქვს - საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ამიტომ მოძრაობა აქცენტს არ გააკეთებს ცნობილ სახეებზე, თუმცა მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ყველას შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:03 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა | | საქართველოს ამბები |
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და დეპუტატები.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:02 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| სააკაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის რეალობა ხდება | | საქართველოს ამბები |
მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დეკემბერში დაიწყება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ახლახანს გახსნილ სამთავრობო სახლის შენობაში ჩატარებულ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველო ევროპულ ბაზრებზე თავისი პროდუქციის გატანას შეძლებს. „ეს საქართველოს ეკონომიკისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:06 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|