| „ბილაინმა“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის 18% დაიპყრო | | საქართველოს ამბები |
ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელკომის“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „მობიტელის“ წილმა ფიჭური კავშირგაბმულობის ადგილობრივ ბაზარზე 18%-ს გადააჭარბა, შეატყობინეს „ინტერფაქსს“ საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნულ კომისიაში (GNCC). 2011 წლის დასაწყისიდან „მობიტელმა“ ქვეყნის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე თავისი წილი 13%-დან 18.2%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც კომპანია იმ ავტორიზებული პირების სიაში შევიდა, რომლებსაც ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავიათ“, - თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
|
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:39 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა გახსნა | | საქართველოს ამბები |
დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა და დასასვენებლი კომპლექსი გახსნა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, მას გახსნაზე იმიტომ დააგვიანდა, რომ ევროკავშირის უზენაეს კომისარს კეტრინ ეშტონს ხვდებოდა. მისი თქმით, კომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებს შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.
|
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:34 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|