პოლიტიკა: გაბაშვილი:საქართველოს რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა ჰქონდეს | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრაველოსობის განცხადება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების და რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ ოპოზიციის გარკვეულ "პაროლად" მიიჩნევა. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტში გამართულ დებატებზე უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგა გაბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ემბარგოზე საუბრობს და კარგად იცის, რომ ეს ზომა რუსეთის მიერ ცალმხრივად იქნა მიღებული. გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ემბარგოს მიზანი იყო, საქართველო ეიძულებინათ საგარეო პოლიტიკის ვექტორი და ჩვენი ქვეყანა დაეშანტაჟებინათ. "გადაწყვეტილება ემბარგოსთან დაკავშირებით მაშინ შეიცვლება, როდესაც პუტინი და ონიშენკო აღიარებს, რომ ქართული ღვინო და "ბორჯომი" მომწამვლელი არ არის"–განაცხადა გაბაშვვილმა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ემბარგოსთან დაკავშირებით საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიფაროს ფერფლით იმის მოლოდინში, რომ რუსეთი თავის ბაზარზე ქართველ ბიზნესმენებს დოზირებულად შეუშვებს, რათა ბოლოს უფრო დიდი შანტაჟი მოაწყოს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4001.html
| |||
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.