ეს საინტერესოა: Sunday Telegraph ბიძინა ივანიშვილის იდუმალი სასახლის შესახებ, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი | საქართველოს ამბები | ||
ბიძინა ივანიშვილის ფოლადისა და შუშის სასახლე, რომელიც თბილისში მდებარეობს, მის მფლობელს 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა და იგი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ააშენა, იტყობინება “GHN“. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა Sunday Telegraph-ისა და სხვა უცხოური გამოცემების ჟურნალისტები თავის სასახლეში დაპატიჟა და გააცნო მათ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, ოჯახი და ის საკითხები, რომელთა გამოც იძულებული იყო, პოლიტიკაში მოსულიყო. როგორც Sunday Telegraphწერს, ივანიშვილის სასახლე ათი წლის განმავლობაში შენდებოდა და მისი ორი ზედა სართული მთლიანად შუშისაგან არის დამზადებული, სახურავზე კი ვერთმფრენის მოედანია. სასახლე 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე დგას. ერთ-ერთ შუშის კოშკში მრგვალი აუზია განლაგებული. ფოლადის სფეროში, რომელიც ბასეინის თავზეა, განთავსებულია პრივატული კაფე, ხოლო გარშემომყოფ ბაღებში დაყენებულია ზახ ხადიდის, ანიშ კაპუტის, დემიენ ჰერსტისა და ჰენრი მურის სკულპტურები. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილის სასახლეში ასევე განლაგებული იყო კერძო ზოოპარკი ზებრებითა და პინგვინებით, თუმცა მისი ვიზიტის დროს მან მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. ავტორი აღნიშნავს, რომ საშტატო ერთეულები, რომლებიც სასახლეს ემსახურებიან, გოლფის მანქანებით გადაადგილდებიან, ხოლო მფლობელის დამხმარეები სტუმრებს ესალმებიან სიტყვებით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“. შიგნით სასახლე არანაკლებად ექსტრაორდინალურად არის მოწყობილი. მფლობელის არტ-კოლექცია 1 მლრდ დოლარად ფასდება. ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებულია პაბლო პიკასოს ნამუშევარი „დორა მაარი კატით“ (ივანიშვილმა იგი 2006 წელს 95 200 ათას დოლარად შეიძინა), ხოლო ეგონ შილეს ტილო 40 მლნ დოლარად მთავარ ოფისს ამშვენებს. მოულოდნელია? მაგრამ აქ მხოლოდ ასლებია იმის შიშით, რომ ხელისუფლებები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ფულს, ორიგინალებს ჩამოართმევენ. ყველა ორიგინალი ლონდონში ინახება. სტატიაში აღნიშნულია, რომ, სასახლის მფლობელმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონება 3.5 მლრდ ფუნტ სტერლინგად არის შეფაებული, ცოტახნის წინ თავისი სახლი უცხო პირებისთვის გახსნა და ადამიანებმა იგი სახეზე იცნეს. ივანიშვილი ჟურნალისტებს კაბინეტში იღებდა, რომლის კედლებს მისი რამდენიმე საყვარელი ნახატი, მათ შორის კლოდ მონეს ტილო, ამშვენებს. ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუყვა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და რატომ გადაწყვიტა თავისი პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა დაერღვია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4009.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.