პოლიტიკა: ცხინვალის ხელისუფლების შეცვლა სიტუაციას რადიკალურად არ შეცვლის–არეშიძე | საქართველოს ამბები | ||
კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის შეხედულებით, ცხინვალის არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ცხინვალი მაინც რუსეთზე ორიენტირებული იქნება. ექსპერტის აზრით, საქართველოსათვის უფრო მისაღები კანდიდანტურა ალა ჟიოევაა. "დიდი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ არჩევნები არ ჩატარდებოდა. ასეთ შემთხვევაში, მაშინდელი კანონმდებლობით, მომავალ არჩევნებში ვერცერთი ძველი კანდიდანტი ვერ მიიღებდა მონაწილეობა და კოკოითი თავისი კანდიდატურის წარდგენას შეეცადა. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სიტუაცია რადიკალირად არ შეიცვლება, მაგრამ დიალოგი შესაძლებელი იქნება, თუ რათქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ამას საჭიროდ ჩათვლის"–განაცხადა არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ცეესკოს მონაცემების თანახმად, არჩევნებში ჟიოევამ გაიმარჯვა, მისი კონკურენტი, კრემლის ფავორიტი, ანატოლი ბიბილოევი ცეესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ცხინვალში "ვნება" გროვდება. ჟიეოვას მოწინააღმდეგეები თავისი ხმის დასაცავად შეიარაღებულ წინააღმდეგობასაც არ გამორიცხავენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4014.html
| |||
განათავსა - consul | 29 ნოემ. 2011, 19:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.