სსს პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შედეგად რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესებას არ მოელის | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის შეფასებისაგან თავი შეიკავა. ამის მიზეზად კი დაასახელეს ის ფაქტი, რომ ამ ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღიათ. " მაგრამ თუ ვინმე ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირებაში თუნდაც მინიმალურ წვლილს შეიტანს, მისასალმებელია"-ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების მოქმედება არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებით არიან დაინტერესებულნი. "რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მას საქართველოსთან ურთიერთობელის ნორმალიზება რეალურად სურს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ლტოლვილების დაბრუნებასა და დეოკუპაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ უახლოეს მომავალაში რაიმე შედეგს მივიღებთ და მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას ვერ ვხედავთ. დღეს, რუსეთი არ დგას იმ საპასუხო ნაბიჯებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ამ ფონზე რთული სათქმელია შეუძლია თუ არა ვინმეს ამ საქმეში რაიმე წვლილის შეტანა"-განაცხადა ნინო კალანდაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4012.html
| |||
განათავსა - consul | 29 ნოემ. 2011, 19:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.