![google-translate](images/autotranslate/english/google-translate.gif) Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| პავლე ყუბლაშვილი: პუტინის ფული საქართველოში პოლიტიკის კეთებას ვერასდროს შეძლებს | | Georgian News |
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაიზარდოს, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს პავლე ყუბლაშვილს, იუწყება “GHN“. „ვფიქრობ, რომ საქართველოში არასდროს გაკეთდება პოლიტიკა პუტინის მიერ ნასესხები ან მიცემული ფულით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ძალ-ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან დავიცვათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისთვის. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსირდება და ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს მიბმული რუსულ კაპიტალთან“, - თქვა დეპუტატმა.
|
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:24 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა | | Georgian News |
ქართველმა ათლეტმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 33 წლის ვახტანგ გეგელიშვილმა იატაკიდან ორი ხელით მიზიდვების მიხედვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როგორც ჟურნალისტებს ქართული სპორტული კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელმა, 27-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა შოთა კელდიშვილმა შეატყობინა, ვახტანგ გეგელიშვილმა ერთი წუთის განმავლობაში იატაკიდან 191 მიზიდვა შეასრულა.
|
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:18 | comments | სპორტი | Score: 0 | Read More... |
|
|