პოლიტიკა: ალასანია აპირებს „კაცურად და საქმიანად“ დაელაპარაკოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს | Georgian News | ||
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აპირებს „კაცურად და საქმიანად“ დაელაპარაკოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს. ალასანიას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა. რაც შეეხება წინადადებას თანამშრომლობის შესახებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ალბათ, შეხვედრა გვექნება, რომელზედაც კაცურად და საქმიანად განვიხილავთ, თანამშრომლობის როგორი ფორმებია მისაღები ორივე ჩვენგანისთვის“. გუშინ, 12 ოქტომბერს, გავრცელებულ ღია წერილში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ არენაზე გასვლა გადაწყვიტა, განაცხადა, რომ თანამშრომლობას აპირებს რესპუბლიკურ პარტიასა და „თავისუფალ დემოკრატებთან“. ამავე დროს, როგორც ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა, იგი პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას გამორიცხავს ქრისტიან-დემოკრატებთან, „ახალ მემარჯვენეებთან“, „ქართულ პარტიასთან“, ლეიბორისტულ პარტიასთან, სახალხო-დემოკრატიულ პარტიასთან, ასევე გია თორთლაძისა და პაატა დავითაიას პარტიებთან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3641.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.