პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს: მიშა - გადადექი! | ![]() | Georgian News | |
![]() ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც შენ დაქირავებული ტაშის დამკვრელები გიკრავდნენ ტაშს, თითქოს-და ისინი კახელები იყვნენ და ყვიროდნენ - მიშა! მიშა!“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში ქართული საზოგადოების მისამართით. ბიზნესმენმა უსაყვედურა მმართველ პარტიას იმის გამო, რომ მათ ქართული ხალხის ნაწილისა და პატრიარქის შეხება გაბედეს. „შენ და შენი გუნდი ქართული ადამიანისათვის ყველაზე წმინდას შეეხეთ, ეკლესიასაც კი, და ჩვენი მოხუცი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენე. იმის მაგივრად, რომ პატრიარქს დახმარებოდით, თქვენ ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების პოვნა და მათი მოსყიდვა დაიწყეთ. მიშა, გაჩერდი, შენ უფსკრულის პირას დგახარ და გაჩერდი! ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევები არასდროს მომიცია შენთვის და ახლა გეუბნები არა ჩემი, არამედ შენი ინტერესებიდან გამომდინარე - გადადექი!“, - ნათქვამია განცხადებაში. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3638.html
| |||
Posted by Drakula | 12 Oct 2011, 19:09 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.