პოლიტიკა: პავლე ყუბლაშვილი: პუტინის ფული საქართველოში პოლიტიკის კეთებას ვერასდროს შეძლებს | Georgian News | ||
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაიზარდოს, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს პავლე ყუბლაშვილს, იუწყება “GHN“. „ვფიქრობ, რომ საქართველოში არასდროს გაკეთდება პოლიტიკა პუტინის მიერ ნასესხები ან მიცემული ფულით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ძალ-ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან დავიცვათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისთვის. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსირდება და ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს მიბმული რუსულ კაპიტალთან“, - თქვა დეპუტატმა. ამას გარდა, ყუბლაშვილმა კომენტარი გაუკეთა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. „ეს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნაა კანონისა მოქალაქეობის შესახებ და, გამომდინარე აქედან, ის გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო რეესტრმა გააჟღერა, მთლიანად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას. ასევე ამ საკითხის პოლიტიკური მხარეც არსებობს. ესეც მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალურად მოვისმინეთ რუსული წინადადება ქართული პოლიტიკის, მასმედიისა და საზოგადოების მიმართ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქართული საზოგადოება არ იყიდება. ქართული მასმედია არ იყიდება. ქართული სახელმწიფო არ იყიდება და, შესაბამისად, მსგავსი მცდელობები ყოველთვის კრახით დასრულდება“, - თქვა ყუბლაშვილმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3636.html
| |||
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.