პოლიტიკა: თარგამაძე ურჩევს ივანიშვილს, თავი შეიკავოს პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში | Georgian News | ||
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ურჩევს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, თავი შეიკავოს ბადრი პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში. როგორც თარგამაძე ირწმუნება, „ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ განადგურებასა და ტელეარხ „იმედის“ „ჩაძირვაში“ მიხეილ სააკაშვილს სწორედ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა და აძლიერებდა მას ფინანსურად პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“. „სწორედ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა, აძლევდა მას ფულს იმედის „ჩასაძირად“ და პატარკაციშვილის გასანადგურებლად. ეს ის ადამიანია, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ პატარკაციშვილის ნებისმიერი ინიციატივა ან გამონათქვამი არ ყოფილიყო მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მიერ. იყო დრო, როდესაც პატარკაციშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ბიზნეს-ფედერაციაში და საქართველოს ხელისუფლებებს ბრალდებები წაუყენა. იქ ყველა იმ პრობლემის სია იყო, რომლებიც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო და გულთან ახლოს ისინი მხოლოდ დღეს მიიტანა. ეს ადამიანია, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ ჩუმად იყო. იმის მაგივრად, რომ მედია-სივრცის დაბალანსების მიზნით „მე-9 არხი“ „იმედთან“ ერთად ყოფილიყო, ივანიშვილმა არა მხოლოდ გამოიყვანა ეს ტელეკომპანია მედია-სივრციდან, არამედ მთელი აპარატურა პირადად მიხეილ სააკაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს გადასცა. ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პოზიციების გაძლიერებისთვის ყველაფერი გააკეთა. ამიტომ, მე მისი მხრიდან მოვერიდებოდი პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში“, - განაცხადა თარგამაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3642.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.