ეკონომიკა: საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ქართული ბანკების კლიენტთა კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი | Georgian News | ||
ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი შეძლებს ნებისმიერი, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას „საქვეკონტროლო პირებისაგან“. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და მიაწოდოს მათ მიღებული ინფორმაცია, რითაც ხელს შეუწყობს ფულადი სახსრების უკანონო ლეგალიზაციის აღკვეთას. კანონპროექტი ოპოზიციურმა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გააპროტესტა. „მიმაჩნია, რომ ეს შესწორებები მიმართულია საბანკო საშუალებების სრულ, ტოტალურ კონტროლზე“, - განაცხადა ფრაქციის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ ეს შესწორებები კომერციული ბანკების მიმართ ნდობას არყევს. საპასუხოდ კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა კახა ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ შესწორებები ქვეყანაში კრიმინალის შემცირებისკენ არის მიმართული. „21-ე საუკუნეში არ შეიძლება კრიმინალთან ბრძოლის კითხვის ქვეშ დაყენება. ამგვარი კანონი ქველა ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3652.html
| |||
Posted by Drakula | 14 Oct 2011, 23:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.