საზოგადოება: 2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 სამედიცინო ობიექტი აშენდება | Georgian News | ||
2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი სამედიცინო ობიექტი გაიხსნება. ამის შესახებ გუშინ, 12 ოქტომბერს, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ობიექტები ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ფარგლებში შენდება და მთლიანად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. 50 კლინიკა უკვე ფუნქციონირებს. დოლიძემ აღნიშნა, რომ 2013 წლის ბოლომდე არც ერთი რაიონი არ დარჩება თანამედროვე საავადმყოფოს გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ 50 კლინიკას აშენებენ სადაზღვევო კომპანიები, დანარჩენებს კი - სხვადასხვა ინვესტორები. კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობას ასევე იღებდა ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძემ. მან პარლამენტარებს ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების მსვლელობის შესახებ მოუყვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3645.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.