![google-translate](images/autotranslate/english/google-translate.gif) Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს | | Georgian News |
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს, მიაჩნია ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, იტყობინება “GHN“. „მე ვცხოვრობ საქართველოში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული სრული გავლენა ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე. ეს მოგვაგონებს საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის მეთოდებს და ისევე, როგორც მის დროს, გარე სამყაროს უჩვენებენ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მოჩვენებით ხილვადობას“, - წერს სტურუა The Guardian-ში, გადმოსცემს InoСМИ.ru. როგორც სტურუა წერს, „საბჭოთა დროს მე ჩემს სპექტაკლებს ვიყენებდი, რათა წინააღმდეგობა გამეწია უსამართლობისთვის, ძალადობისა და ტირანიისთვის“.
|
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:46 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|