საზოგადოება: საქართველოში პირველი ელექტრომობილები გამოჩნდა | Georgian News | ||
პირველი სამი ელექტრომობილი, რომლებიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციამ შეიძინა, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში გამოჩნდა, იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ტელეკომპანიის მონაცემებით, ეკოლოგიურად სუფთა რვა- და ექვსადგილიანი ელექტრომობილები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, ტურისტებს მოემსახურება. კერძოდ, ისინი ორი მიმართულებით იმოძრავებს - ავტოსადგურიდან სვეტიცხოვლის ტაძრამდე და ტაძრიდან ქალთა მონასტრამდე. როგორც პირველი არხი იტყობინება, მგზავრობის ღირებულება სიმბოლური იქნება. დატენვა ელექტრომობილებისა, რომლებიც მაქსიმალური სიჩქარით 40 კმ/სთ-ით მოძრაობენ, დაახლოებით 100 კილომეტრს ჰყოფნის. წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ათას ელექტრომობილს ჩამოიტანენ. მისი თქმით, მთავრობა ხუთწლიან პროგრამა „მწვანე საქართველოზე“ მუშაობს, რომელიც ქვეყანაში ელექტროავტომობილების ჩამოყვანას, ასევე მათ აწყობას ითვალისწინებს. მანამდე ელექტრომობილების ამწყობი ქარხანის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3650.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.