 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ | | Georgian News |
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი კოლეგები საქართველოდან კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან, იუწყება “GHN“. „ოფიციალური თბილისის მცდელობებმა, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების არსი დაემახინჯებინა, ბოლო დროს მთლად ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო. შეთანხმების ერთ-ერთმა უშუალო შემმუშავებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ს. კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ვერ ხედავს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „საბაჟო ტერმინალი“ და „საბაჟო დეკლარაცია“, რომლებსაც ცოტახნისწინდელ ბრიფინგზე რუსეთის სსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა.კ. ლუკაშევიჩმა ახსენა“, - აღნიშნულია რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
|
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა | | Georgian News |
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.
|
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
|