![google-translate](images/autotranslate/english/google-translate.gif) Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| კაზნინი: ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ საქართველოში არ ცხოვრობენ | | Georgian News |
ექსპერტ დიმიტრი კაზნინის შეფასების თანახმად, „ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ, საქართველოში არ ცხოვრობენ“. „იყო პატარკაციშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ახლა პოლიტოლოგები ივანიშვილს უდარებენ, და ჩვენ ვიცით, რით დასრულდა ეს სევდიანი ისტორია - იგი დაიღუპა და დღემდე ბევრი დარწმუნებულია, რომ ლონდონში საიდუმლო ძალების დახმარებით“.
|
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:21 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ვეფხვაძე: ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის | | Georgian News |
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციურ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებისაგან“ ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილით სათავეში ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის. თუმცა, შესაძლოა შეიცვალოს დამოკიდებულებაც მის მიმართ. ამგვარად ვეფხვაძემ კომენტარი გაუკეთა ცნობილი ქართველი მილიარდერის ივანიშვილის განზრახვას შექმნას პარტია და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
|
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:20 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება | | Georgian News |
სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 76 700 აბონენტმა ისარგებლა. საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მათგან თითქმის 70 ათასი აბონენტი უკვე სარგებლობს სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით. პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ასე გამოიყურება: სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდულ აბონენტთა რაოდენობით ლიდერობს „ჯეოსელი“ და 2011 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელებში 21 600 აბონენტი ჩაერთო, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 32 700 აბონენტი გადმოვიდა.
|
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:49 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
|