კალიფორნიაში იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალეს | Georgian News | ||
კალიფორნიის ხელისუფლებამ შტატის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალა. ამის შესახებ Associated Press იუწყება. გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 2012 წლის 1–ლი იანვრიდან საჯარო ადგილებში იარაღის ტარება, მაშინაც კი თუ ის დადეტინილი არაა, ერთწლიანი პატიმრობით ან ათას დოლარიანი ჯარიმით დაისჯება. კანონი არ ეხება მონადირეებს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ოფიციალური თანხმობა სამსახურში ატარონ იარაღი, მაგალითად პოლიციელებს. კანონპროექტის ავტორი ენტონი პორტატინო გახლავთ, რომელიც სენატორია დემოკრატიული პარტიიდან. მისი თქმით, კანონი პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს და ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ დანაშაულთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. "კალიფორნია ველური დასავლეთი არ არის. აქ არ არი საჭირო იარაღი, რომ ჩიზბურგერი იყიდო,"–განაცხადა პორტატინომ. პორტატინოს ინიციატივამ იარაღების მფლობელების კრიტიკა გამოიწვია. 2011 წლის აპრილიდან, როდესაც კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მთელი რიგი აქციები გამართეს, კერძოდ, საჯარო ადგილებში დემონსტრატიულად გამოჩნდნენ დაცლილი იარაღებით. კალიფორნია მეხუთე შტატი გახდა, სადაც ასეთი აკრძალვა შემოიღეს. მანამდე იარაღის საჯაროდ ტარება აიკრძალა ფლორიდანში, ილინოისში, ოკლაჰომსა და ტეხასში. ამერიკის 33 შტატში იარაღის საჯაროდ ტარებისთვის ნებართვა აუცილებელია. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3635.html
| |||
Posted by consul | 11 Oct 2011, 19:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.