| ''მესამე არხისთვის'' ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა | | საქართველოს ამბები |
საზოგადოებრივი მაუწყებლის "მესამე არხს" ("პერვი კავკაზსკი") 2010 წლის გაზრდილი ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული თანხა პერვი კავკაზსკის ტექნიკურ აღჭურვასა და მიმდინარე ხარჯებზეა გათვალისწინებული.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:15 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| რუსეთსა და აშშ-ს ბირთვული არსენალის შეზღუდვისაკენ მოუწოდებენ | | მსოფლიოს ამბები |
რუსეთსა და აშშ-ს ბირთვული არსენალის შეზღუდვას ურჩევენ. სამხედრო არსენალი იმაზე ნაკლები მოცულობის უნდა იყოს, ვიდრე ამას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ამ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს და რომლის რატიფიცირება მხარეებმა უნდა მოახდინონ. ასეთ რეკომენდაციას ნიუ-იორკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნა ითვალისწინებს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი შეზღუდვა ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობას შეამცირებს.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:12 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს | | მსოფლიოს ამბები |
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის არჩევნებში მმართველი პარტია `ახალი Aაზერბაიჯანი” ლიდერობს. ექსპერტების შეფასებით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში 80-მდე დეპუტატის გაყვანას შეძლებს.
აზერბაიჯანის მილი-მეჯლისი 125 მანდატიანი ორგანოა, მასში მოსახვედრად კი 690 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში მონაწილეობდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეუღლე მიჰრიბან ალიევა. მმართველი პარტიის კანდიდატებიდან ქვეყნის პირველმა ლედიმ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.
აზერბაიჯანში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილია. არჩევნებს 46 639 ადგილობრივი და 1029 საერთაშორისო დამკვირებელი აკვირდებოდა. ეუთომ უკვე გააკეთა პირველი შეფასება და არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითა. ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის განცხადებით, არჩევნების დროს ამომრჩეველზე დაშინების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:06 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| The Economist: საქართველოს ორმაგი დიპლომატია რეგიონში | | საქართველოს ამბები |
The Economist საქართველოს მხრიდან ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისთვის და ირანისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების პოლიტიკური მნიშვნელობით ინტერესდება და მიუთითებს, რომ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე საქართველო ორმაგ დიპლომატიას ახორციელებს.
გამოცემის შეფასებით, უფრო კონსტრუქციული წინადადება ის იქნებოდა, საქართველოს მის სამეზობლოში მდებარე ყველა რუსული რეგიონისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი შეეთავაზებინა, ვიდრე მხოლოდ პრობლემური ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებისთვის, მაგრამ ყველა გააოცა სავიზო დიპლომატიის კიდევ ერთმა ეპიზოდმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გამოცემის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას რუსეთთან `გადატვირთვის” პოლიტიკამ ოფიციალური თბილისი შეაშინა, რამაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას რეგიონში ახალი მოკავშირეების ძებნა დააწყებინა. `2008 წელს, საქართველომ ირანის მოქალაქე აშშ-ს გადასცა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში, თეირანს ექსტრადიციის გამო ბოდიში მოუხადა.” – შენიშნავს ავტორი.
ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა, ცნობილი არ არის, ” – დასძენს გამოცემა.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:50 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|