აჭარა ინგლისური ენის ხუთმა უცხოელმა პედაგოგმა დატოვა | საქართველოს ამბები | ||
აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა საჯარო სკოლებში მუშაობაზე უარი თქვა. მათ შორის სამი მამაკაცია. ორმა პედაგოგმა საქართველო უკვე დატოვა. როგორც `მედიანიუსს” აჭარის განათლების სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების განყოფილების უფროსმა ნაზი ბერიძემ განუცხადა, რეგიონიდან ინგლისური ენის პედაგოგების წასვლის ძირითადი მიზეზი მათი კლიმატთან შეუგუებლობა და ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა გახდა. პედაგოგებმა მაღალმთიან დასახლებების _ მახოს, ქედას, ხულოსა და კახაბერის სკოლები დატოვეს. წასული ხუთი პედაგოგიდან ერთ-ერთი ბათუმის #18 სკოლის მასწავლებელიც იყო. ნაზი ბერიძის განცხადებით, მამაკაც პედაგოგებს ასთმური შეტევა და ბრონქიალური გართულებები დაეწყო. აუცილებელი გახდა მათი საქართველოდან წასვლაც. დანარჩენები გურიის საჯარო სკოლებში გადაანაწილეს. ვადასტურებ, რომ ზოგიერთ მათგანს ნამდვილად ჰქონდა მოთხოვნები და პრეტენზიები. სკოლის კეთილმოწყობასთან ერთად, ეს ეხებოდა სასწავლო პროცესის გამართულობასაც. ფაქტია, რომ ჩვენი განათლების სისტემა რაღაც ინოვაციურს ვერავის შესთავაზებდა. ყველაფერი მიმდინარე რეფორმების შედეგი უნდა იყოს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ექიმთან მისულ ერთ-ერთმა უცხოენოვანმა მასწავლებელმა ინდივიდუალური საშხაპე მოითხოვა. ცხადია, მთავრობას ალოგიკური მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერა ვერც ექნება. იყო შემთხვევაც, როდესაც აჭარის მაღალმთიანეთში ოჯახმა პედაგოგი კანის ფერის გამო არ მიიღო. ეს მასწავლებელი ოზურგეთში გადანაწილდა.” – განაცხადა ნაზი ბერიძემ. ცნობისთვის: ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, პროგრამა `ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოვიდნენ. ნავარაუდევია 2010 წლის ბოლოსთვის 1000 პედაგოგის ჩამოყვანა. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_182.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.