საქართველოს კონტროლის პალატის დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს კონტროლის პალატასთან ერთად სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები. ასევე წარმოდგენილ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის 2010 – 2012 წლების განახლებული სტრატეგიული გეგმა, რომლის საფუძველზეც დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და სფეროები გამოიკვეთება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, USAID, ევროკავშირი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (GTZ), ნიდერლანდების სამეფოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგნელები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და სხვa. წყარო - control.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_181.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.