გიორგი თარგამაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს | საქართველოს ამბები | ||
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის წევრი, პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიან ვიზიტს აგრძელებენ. `ქრისტიან-დემოკრატებმა” პირველი შეხვედრები ვაშინგტონში, ამერიკის სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს. პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების წარმომადგენლების პარალელურად, შეხვედრები ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გამართეს. შეხვედრები შედგა ორგანიზაცია `ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენლებთანაც, რომლებსაც გიორგი თარგამაძემ საკუთარი პარტიის ხედვები გააცნო. ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და განხილვის თემა საქართველოს პოლიტიკური ვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო, _ აცნობეს ,,მედიანიუსს" ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან. ამერიკაში ვხდებით იმ ადამიანებს, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ საქართველოს საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე. მათთან მიმდინარეობს საუბარი იმ პასუხიმსგებლობაზე, რომელიც დემოკრატიულ ძალებს აკისრიათ საქართველოს წინაშე.” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ. ქრისტიან დემოკრატების ლიდერი აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ, გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის ყრილობას დაესწრება. დაგეგმილია გიორგი თარგამაძის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. გიორგი თარგამაძისა და ნიკა ლალიაშვილის ვიზიტი საზღვარგარეთ, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_180.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.