აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს | მსოფლიოს ამბები | ||
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის არჩევნებში მმართველი პარტია `ახალი Aაზერბაიჯანი” ლიდერობს. ექსპერტების შეფასებით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში 80-მდე დეპუტატის გაყვანას შეძლებს. აზერბაიჯანის მილი-მეჯლისი 125 მანდატიანი ორგანოა, მასში მოსახვედრად კი 690 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში მონაწილეობდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეუღლე მიჰრიბან ალიევა. მმართველი პარტიის კანდიდატებიდან ქვეყნის პირველმა ლედიმ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. აზერბაიჯანში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილია. არჩევნებს 46 639 ადგილობრივი და 1029 საერთაშორისო დამკვირებელი აკვირდებოდა. ეუთომ უკვე გააკეთა პირველი შეფასება და არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითა. ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის განცხადებით, არჩევნების დროს ამომრჩეველზე დაშინების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_183.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.