| აჭარაში უძველესი ციხე-სიმაგრე ინგრევა | | საქართველოს ამბები |
აჭარის ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები ბათუმში ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრის გადარჩენას მოითხოვენ. ციხე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, შეუქცევადი ტემპით ინგრევა.
მუზეუმის სიძველეთა ექსპერტ ბიძინა აფხაზავას თქმით, ბურუნთაბიეს ციხეში კომუნისტების მმართველობის ბოლო პერიოდამდე ჯარი იდგა. ციხესიმაგრის ნგრევა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. აუცილებელია ბათუმში ძველი ნაგებობი შენარჩუნდეს, რათა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა არ დაიკარგოს.
ბურუნთაბიეს მშენებლობის დასაწყებად 1704 წელს ოსმალეთის სულთანმა ბათუმში სპეციალური წარმომადგენლობა გამოგზავნა. მას შემდეგ მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ქვემეხი იყო განთავსებული. ამჟამად ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ციხესიმაგრის ამსახველი მხოლოდ ერთი ფოტო ინახება, თუმცა ქალაქის რუკაზე ნაჩვენებია ციხის ადგილმდებარეობა.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:44 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ფრესკა შესაძლოა წმინდა გიორგის იყოს | | საქართველოს ამბები |
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის დროს, კედელზე ფრესკა აღმოჩნდა. მხატვარ-რესტავრატორ დავით გაგოშიძის თქმით, ფრესკა შესაძლოა, წმინდა გიორგის იყოს, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
„ფრესკა ძალიან დაზიანებულია და თავდაპირველად, დავით აღმაშენებლის გვეგონა. ვინაიდან ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა, ვფიქრობთ, რომ ფრესკაც ამ წმინდანს ეკუთვნის. თუმცა, ფრესკა ზუსტად რომელ წმინდანს ეკუთვნის და მერამდენე საუკუნისაა, სპეციალისტების მიერ მისი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა დავით გაგოშიძემ.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:42 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სახელმწიფო ბიუჯეტი 87 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება | | საქართველოს ამბები |
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 87 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება. ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები გადანაწილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
კერძოდ კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილია 66 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროსთვის - 11 მილიონი ლარი საიდანაც 8 მილიონი ლარი ჰოსპიტალების რეაბილიტაციას მოხმარდება.
პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, აღნიშნული თანხები გაიხარჯება 2010 წლის ბოლომდე კონკრეტული პროექტების განხორციელებაში.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:39 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| დიმიტრი შაშკინი: დირექტორებმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს | | საქართველოს ამბები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინიკის განცხადებით 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს. ამის შესახებ შაშკინმა თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა.
შაშკინის მტკიცებით, დირექტორებმა სამეურვეო საბჭოს წევრებს მიმართეს შესაბამისი განცხადებით, რაზეც სამეურვეო საბჭოს წევრებმა შესაბამისი გადაწყვეტილებით უპასუხეს.
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:38 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| არიელ კოენი: ''კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკა ღრმა კრიზისშია'' | | საქართველოს ამბები |
პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მკვლევარი, ამერიკელი ექსპერტი არიელ კოენი "კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკის ღრმა კრიზისზე" საუბრობს.
როგორც კოენმა ინტერნეტ-გამოცემა "ჩაუცასუს თიმე"-თან საუბრისას განაცხადა, "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების აღსადგენად და მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა".
|
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:34 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|