''მესამე არხისთვის'' ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა | საქართველოს ამბები | ||
საზოგადოებრივი მაუწყებლის "მესამე არხს" ("პერვი კავკაზსკი") 2010 წლის გაზრდილი ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული თანხა პერვი კავკაზსკის ტექნიკურ აღჭურვასა და მიმდინარე ხარჯებზეა გათვალისწინებული. პეტრიაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა ფრაქცია "ქრისტიან- დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც რეგიონებში მაუწყებლობის განსახორციელებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხისთვის 4 მილიონი ლარის გამოყოფა ვერ მოხდა, ამჯერად "პერვი კავკასზკისთვის" 13 მილიონი ლარის გამოყოფა გაუგებარია. "დაახლოებით 8 თვის წინ, როგორც ვიცით, ფრანგულმა სატელიტმა, ჩენი ჩრდილოელი მეზობლის გამო, სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა "პერვი კავკაზსკის". ამის შემდეგ სისტემატიურად მიმდინარეობდა საუბარი ახალი სატელიტის მოძებნასთან დაკავშირებით. და ეს 13 მილიონი ამ კუთხით რომ ყოფილიყო მიმართული. გასაგები იქნებოდა, თუმცა როდესაც ამხელა თანხა უნდა დაიხარჯოს არხის აღჭურვისთვის, რომელსაც ისედაც თანამედროვე ტექნიკა გააჩნია, გაუგებარია" - აღნიშნა ახვლედიანმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_187.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.