თბილისში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა. 3 დღიანი ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ტარდება და მასში 20 ქვეყნის 250 წარმომადგენელი მონაწილეობს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მთავრობა ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ კერძო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოსაზიდად მაქსიმალურად კარგი პირობები შექმნას. „მაგრამ ინვესტორთა მხრიდან ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონეს ეხება. საქართველში მოცემული სფერო ვითარდება და ჩვენ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით შიდა საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროს მიღწევებს შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერები ვართ. მაგრამ განვითარება არ უნდა შევწყვიტოთ. ამგვარი კონფერენციები კი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ განვავითაროთ იდეები და წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გადმოვიღოთ, რათა თანამედროვე სამყაროს დავეწიოთ“, - აღნიშნა გილაურმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_184.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 10:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.