ეს საინტერესოა: ონიშენკოს მიერ უარყოფილი „საფერავი“ საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა | საქართველოს ამბები | ||
ქართული კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავი“ ჰონკონგში ჩატარებული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. კონკურსში 37 ქვეყნის 930 კომპანია მონაწილეობდა. უმაღლესი ჯილდოები ქართული პროდუქციის 16 სახეობამ მიიღო. ოქროს მედალები მიიღეს კომპანია „შატო მუხრანის“ წარმოების „ჭაჭამ“ და კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავმა“. ამას გარდა, ქართულმა კომპანიებმა ერთი ვერცხლის და 13 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. სულ კონკურსში 11 ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც 37 სახეობის ღვინის 8 ათასი ბოთლი წარმოადგინეს. კონკურსის შედეგები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა გოროზიას ტელეფონით საინვესტიციო სააგენტოს უფროსმა ქეთი ბოჭორიშვილმა გააცნო. სააკაშვილი და გოროზია ჟურნალისტების თანდასწრებით კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სახლში, ყვარელში ელოდებოდნენ. როგორც გოროზიამ განაცხადა, წელს ჰონკონგში 15 მილიონზე მეტი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. მისი თქმით, ჰონკონგის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის რეექსპორტი ჩინეთში. სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქართული „საფერავის“ გამარჯვება, რომელიც სწორედ 2006 წელს იქნა წარმოებული, რომელიც რუსული ემბარგოს წელი გახდა, რუსეთის ემბარგოზე საუკეთესო პასუხია. „საფერავის“ ღვინოები ქართული მეღვინეობის მარგალიტად მიიჩნევა და საერთაშორისო გამოფენებისა და კონკურსების მედალებისა და ჯილდოების უდიდესი რაოდენობა აქვს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3820.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.