პოლიტიკა: გაბაშვილი: ივანიშვილი ახალი რეალობის შექმნას ცდილობს | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევა. „მისი დამცინავი განცხადება იმაზე, რომ „სააკაშვილის მისი საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას“, იმას მოწმობს, რომ მას პოლიტიკაზე არანაირი წარმოდგენა არა აქვს. ერთადერთი, რაშიც იგი ერკვევა, ისაა, რომ საქართველომ რუსეთთან ომი წამოიწყო და ემბარგო ჩვენი ბრალია“, - განაცხადა გაბაშვილმა პირველი არხის ეთერში. მისი თქმით, ივანიშვილს საქართველოს განვითარების ვექტორის შეცვლა სურს. „მას საქართველოს განვითარების ვექტორის შეცვლა და ქვეყნის მოსახლეობის ახალ რეალობასთან მიჩვევა სურს, რომ პუტინი დიადი და ძლიერია და რომ საჭიროა მისი მიღება ისეთად, როგორიც არის და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც მისთვის მისაღებია. ერთადერთი, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დააფიქსირა, ეს არის მესიჯი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ. იგი ძალიან კორექტულად საუბრობს პუტინზე, მის კანონიერ უფლებებზე საქართველოში და აცხადებს, რომ ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც პუტინს არ გააღიზიანებს. სხვა საკვანძო საკითხებში იგი ვერ ერკვევა. ამ ყველა საკითხის თაობაზე ამბობს, რომ ჯერ არ იცის და ექსპერტებს ჰკითხავს“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დეპუტატმა განაცხადა, რომ იგი ივანიშვილს უკვე განიხილავს როგორც პოლიტიკოსს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3837.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.