მეცნიერება-ტექნოლოგიები: ვინ ლიდერობს პორტირების კამპანიაში? | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ პორტირების შედეგად „ბანმა“ 70 ათასი აბონენტი მიიღო და ყველა რეკორდი მოხსნა. მთლიანობაში კი „ბანის“ აბონენტთა რაოდენობამ 600 ათასს მიღწია. ირაკლი ლობჟანიძის თქმით, ბოლო 3-4 თვის მონაცემებით, პორტირების შედეგად, „მაგთიში“ გადასულთა რაოდენობა კომპანიიდან წასულ აბონენტთა რიცხვს აჭარბებს, ეს კი მათთვის წარმატებაა. „ჯეოსელში“ ირწმუნებიან, რომ პორტირების პროცესში ლიდერები ისინი არიან. მათი განმარტებით, პორტირების შედეგად კომპანიამ ბაზარზე ლიდერობა განამტკიცა. „ჯეოსელის“ წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის ისინი ბაზრის 44%-ს აკონტროლებენ. ამავდროულად, „ბილაინის“ ინფორმაციის თანახმად, „მაგთიკომის“ ბრენდმა - „ბანმა“ 70 ათასი აბონენტი შიდა პორტირების შედეგად მიიღო, ეს კი გათვალისწინებულ უნდა იქნას. მათივე თქმით, პორტირების კამპანია „ბილაინისთვის“ წარმატებული იყო, რამდენადაც მათ მცირე დანახარჯებით დიდი შედეგები მიიღეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3834.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:30 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.