პოლიტიკა: მანანა ნიკოლეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 1071 სკოლა დაიხურა | საქართველოს ამბები | ||
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 1071 სკოლა დახურეს . ასეთ ინფორმაციას ფლობს საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილი, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, 2003 წლის მმართველობაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებათა ხელში 2130 სკოლა იყო. საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ გაფართოებულ სხდომაზე ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ სკოლების ნაწილი „ბავშვებთან და მასწავლებლებთან“ ერთად გაიყიდა. ფრაქციის გაფართოებულ სხდომას ესწრებოდნენ მასწავლებლები და განათლების საკითხების სფეროში მომუშავე ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ სხდომაზე განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოიძახეს, თუმცა იგი არ მოსულა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3816.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.