aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 პოლიტიკა: რამაზ საყვარელიძე: საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობისთვის ბრძოლა დაიწყო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს მოსახლეობამ ბრძოლა დაიწყო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მიაჩნია ქართველ პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძეს, იტყობინება “GHN“. როგორც საყვარელიძემ “GHN“-თან საუბრის დროს თქვა, ამის გამოვლინება ისაა, რომ მოქალაქეებმა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ ანგარიშების მასიური გახსნა დაიწყეს.



„მოსახლეობამ ბრძოლა დაიწყო იმისთვის, რომ ივანიშვილმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ივანიშვილს ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი გადაუდგამს. ის, რომ ბრძოლის ინიციატივა არა ივანიშვილისაგან, არამედ მოსახლეობისაგან გამომდინარეობს, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ექსპერტმა.


რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა ამგვარ ოპერაციებს გააგრძელებს, რაც ასევე სხვა ბანკებიდან ანაბრების გატანას და მათ შეტანას „ქართუ ბანკში“ გულისხმობს, ამან შესაძლოა სხვა ბანკების უკმაყოფილება გამოიწვიოს და ხელისუფლებები ზეწოლის მოხდენას დაიწყებენ.


„ხალხმა ივანიშვილისთვის მხარდაჭერის გამოხატვა დაიწყო. ისინი, გარკვეულწილად, რისკავენ. მოსალოდნელია, რომ ეს ადამიანები ივანიშვილს არჩევნებზე დაუჭერენ მხარს. მე კიდევ ერთ მომენტს გავუსვამდი ხაზს - ერთ-ერთ ეთერში იყო საუბარი, რომ ქალმა ერთი ბანკიდან გამოიტანა არსებითი თანხა და „ქართუ ბანკში“ გადაიტანა იგი. თუ ამგვარი ოპერაციები გაგრძელდება, მაშინ, სავარაუდოდ, ხელისუფლებები არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბანკირთა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. ბანკირთა ინტერესებში უკვე ის შევა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. რამდენად ძლიერადაც მოსახლეობის ეს ინიციატივა ბანკირთა ინტერესებს შეეხება, იმდენად გაძლიერდება ხელისუფლებაზე ზეწოლაც“, - თქვა საყვარელიძემ.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მომხრეებმა „ქართუ ბანკში“ ანგარიშების მასიური გახსნა დაიწყეს. მეანაბრებთა თქმით, ეს სოლიდარობაა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ხელისუფლებები უსამართლოდ ექცევიან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3821.html
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:32 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: რამაზ საყვარელიძე: საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობისთვის ბრძოლა დაიწყო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2024
  • English Georgian