| წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს | | მსოფლიოს ამბები |
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნი „პეპი გრძელი წინდა“ რასიზმის ნიშნებს შეიცავს და „კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებითაა“ სავსე, განაცხადა თეოლოგმა ესკე ვოლრადმა ევანგელისტი ქალების გერმანული ასოციაციიდან. „საქმე არა იმაშია, რომ თავად ფიგურა პეპი გრძელი წინდა რასისტულია, არამედ იმაში, რომ ტრილოგიის სამივე წიგნი კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებით არის სავსე“, - აციტირებს ვოლრადს შვედური ინტერნეტ-გამოცემა The Local.
|
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:01 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მერკელს მესამე ვადაზე დარჩენა სურს | | მსოფლიოს ამბები |
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას თავის თანამდებობაზე ყოფნა, ასევე საამომრჩევლო კამპანიებში მონაწილეობა მოსწონს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამუშაო სიამოვნებას მანიჭებს“, - თქვა მან მედიაჯგუფ Madsack-სთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში, რომელიც შაბათს, 12 ნოემბერს, გამოქვეყნდა. როგორც 1news.az „РИА Новости“-ზე მინიშნებით იტყობინება, მერკელის თქმით, თუ პოლიტიკოსს თავისი სამუშაო და საამომრჩევლო კამპანიაში მონაწილეობა მოსწონს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეს პოლიტიკოსი „ოპოზიციაში ყოფნას“ ლიდერობას ამჯობინებს.
|
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო | | მსოფლიოს ამბები |
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა, იტყობინება „РБК“. ბერლუსკონიმ მთავრობის უფროსის თანამდებობის დატოვების დაპირება შეასრულა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ხმას მისცემს ბიუჯეტს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბავს ბერლუსკონის გადადგომის შესახებ მისი ასობით მოწინააღმდეგე სიხარულით შეეგება: ისინი რომის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა „იტალიის გათავისუფლება“ ეზეიმათ.
|
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება | | მსოფლიოს ამბები |
გერმანიის ათასობით მოქალაქემ შაბათს, 12 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ მაინის ფრანკფურტზე, რომელიც გფრ-ის ეკონომიკურ დედაქალაქად მიიჩნევა, დაახლოებით 10 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გარს შემოეხვივნენ ქალაქის საქმიან კვარტალს, სადაც მსხვილი ბანკებია განლაგებული. ბერლინში დემონსტრაციებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
|
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:46 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|